კრიშტიანო რონალდო ევროპული ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მაროკოსთან გატანილი რიგით 85-ე გოლის შემდეგ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამ მაჩვენებელში ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს გადაასწრო.
პუშკაშს, რომელსაც უნგრეთის მაისურით 84 გოლი აქვს გატანილი, რონალდო ესპანეთთან გატანილი ჰეთ-თრიკით წამოეწია.
რონალდოზე მეტი, 109 გოლი, მხოლოდ ირანელ ალი დაეის აქვს გატანილი.
85-დან 39 გოლი რონალდომ შინ გაიტანა, 30 - გასვლაზე, 16 კი ფინალურ ტურნირებზე.
იმ 58 მატჩიდან, რომელშიც რონალდომ გოლი გაიტანა, პორტუგალიამ 48 მოიგო.
85 გოლიდან რონალდომ 14 დუბლი და ხუთი ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთხელ კი ოთხი გოლი გაიტანა.