სირია

საქართველომ სირიულ ავიახაზებს საჰაერო სივრცე დაუხურა

Sana

საქართველომ ორ სირიულ ავიაკომპანიას, "შამ ვინგსს" და "სირიის არაბულ ავიაზახებს" საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა.

"საქაერონავიგაცაში" განმარტავენ, რომ საქართველომ გადაწყვეტილება სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების საპასუხოდ, ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფარგლებში მიიღო და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა სირიული ავიაკომპანიისათვის დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული რეგიონების აღიარების და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განცხადება გასულ თვეს გაავრცელა.

მიმდინარე წლის აპრილში Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ სირიული ავიახაზები "შამ ვინგსი" რუსეთიდან სირიაში საიდუმლო ფრენებს ახორციელებდა და რუსული კერძო სამხედრო კომპანიების, მათ შორის Wagner-ის დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდა, რომლებიც შემდგომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებთან ერთად იბრძოდნენ.

გამოძიების მიხედვით ფრენების მარშრუტი საქართველოს საჰაერო სივრცესაც კვეთდა.

Reuters-ის მიხედვით ივნისიდან "შამ ვინგსმა" და "სირიის არაბულმა ავიახაზებმა" რუსეთიდან ფრენების მარშრუტი შეცვალეს და ის საქართველოს საჰაერო სივრცეზე აღარ გადის. ამჟამად ფრენები აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება.

სირიაში რუსულ კერძო სამხედრო კომპანიების და კრემლთან მათი კავშირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები