კრიმინალი

თბილისის ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი დაჭრეს

flickr

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

მას სასწრაფო ოპერაცია ჩუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა ახალგზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, კისრის მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობები. პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, სისხლდენა შეჩერებულ იქნა. ასევე, ჩაუტარდა კისრის მიდამოს ჭრილობების და მუცლის მიდამოს ჭრილობების ქირურგიული დამუშავება. ამ ტეპაზე პაციენტის მკურნალობა სტაბილურია და განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი რუსთავი 2-თან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდებულის დაკავებას, შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედები.

კომენტარები