ტაილანდში ძლიერი შტორმის შედეგად ბორანი ჩაიძირა. სტიქია 5 ივლისს მოხდა. ბორტზე 105 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან 93 ჩინელი ტურისტი, 12 ეკიპაჟის წევრი და ერთი გიდია.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი, მგზავრთა ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
მაშველებმა 42 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ტაილანდში ჩინეთმა სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბორანი ჩაიძირა, სადაც 41 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა მათი გადარჩენა მოახერხეს.