აშშ-რუსეთი

პუტინი: ტრამპი ისევ ფიქრობს, რომ ყირიმის ანექსია უკანონო იყო, ჩვენ სხვა აზრი გვაქვს

AFP

დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, რა უთხრა მას დონალდ ტრამპმა ყირიმის ანექსიის შესახებ. 

კითხვა ასე იყო ფორმულირებული: თვლის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია?

პუტინმა უპასუხა: 

"პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ყირიმზე საყოველთაოდ ცნობილია, ის აგრძელებს აღნიშვნას, რომ ყირიმის ანექსია იყო უკანონო. ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩავატარეთ".

[ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხმა რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 95%-ზე მეტმა მისცა]. 

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მანამდე კი მათ რამდენიმე საათიანი შეხვედრები გამართეს ჯერ დახურულ რეჟიმში, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში, ოფიციალური სადილის ფარგლებში. 

კომენტარები