შაკიკი

რა ხდება ტვინში შაკიკის დროს?

30 წლის ელიზაბეტი ბოსტონიდან აღწერს, რას განიცდის შაკიკის დროს.

"უცბად, თვალის კუთხეებიდან უცნაური კაშკაშა სინათლე დავინახე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ვერაფერს ვეღარ ვხედავდი წიგნის გვერდებზე. ყველაფერი თეთრი იყო და ამას გამჭოლი თავის ტკივილი ემატებოდა" - ამბობს ელიზაბეტი.

მან თვალები დახუჭა და დაელოდა, როდის გაუვლიდა თავის ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტი ვერ მიხვდა რა სჭირდა, ის განიცდიდა შაკიკის შეტევას მხედველობითი აურით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 38 მილიონ ადამიანზე მეტი შაკიკით იტანჯება, სიმპტომები სხვადასხვანაირია - გულისრევიდან საშინელ ტკივილამდე, რამდენიმე შემთხვევაში კი შაკიკი გავლენას ახდენს მხედველობაზეც. ექიმები მუშაობენ, რათა იპოვონ მკურნალობის გზები.

რეალურად, რა ხდება ამ დროს ტვინში?

ნევროლოგიის პროფესორი და UCLA-ს შაკიკის პროგრამის დირექტორი, ენდრიუ ჩარლსი, ამბობს, რომ ხშირად შაკიკის შემთხვევები სწორად არ არის გაგებული. ინტერნეტსა და სამედიცინო სფეროში გვხვდება მდგომარეობა, რომელსაც "მხედველობის შაკიკს" [Ocular Migraine] ეძახიან, თუმცა ჩარლსი თვლის რომ ტერმინი არასწორია.

"ტერმინი "მხედველობის შაკიკი" არასწორია, რადგან ის გულისხმობს რომ პრობლემა ამ დროს თვალშია. სინამდვილეში ამის გამომწვევი არის ტალღების ის არანორმალური აქტივობა, რომლებიც მოგზაურობენ მთელი ტვინის ზედაპირზე და ასევე ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აკონტროლებს მხედველობას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ, როგორც თვალში მიმდინარე პროცესებს, ეს ყველაფერი მაინც ტვინში ხდება." - ამბობს ენდრიუ ჩარლსი.

ნევროლოგიის ასისტენტ-პროფესორის, კევინ ვებერის თქმით, "მხედველობითი შაკიკის" დროს ადამიანები ხშირად ხედავენ მოციმციმე ნათებებს, შავ და თეთრ წერტილებს, ზიგზაგისებურ ხაზებს და ზოგ შემთხვევაში საგნები ღებულობენ აბსოლუტურად სხვა ზომებს.

40 წლის კორი ბრიუერი სიეტლიდან შაკიკით იტანჯება, რომელიც ასევე მხედველობაში უშლის ხელს. შეტევის დაწყების შემდეგ, მის მხედველობაში ჩნდება პატარა წვეთი, რომელიც იზრდება და უფრო ნათელი ხდება მანამ, სანამ არ გაქრება. როდესაც მისი მხედველობა ნორმას უბრუნდება, შემდეგ უკვე შაკიკის შეტევა იწყება.

"როდესაც პირველად განვიცადე შაკიკი მხედველობითი აურით, მანქანას ვატარებდი და წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ან რა უნდა მექნა. ეს ძალიან შემაშინებელი იყო." - თქვა კორი ბრიუერმა.

ექიმები ისეთივე გზებით მკურნალოვენ შაკიკს მხედველობითი აურით, როგორც უბრალოდ შაკიკს. ნეიროქირურგის ჰუნალდო ვილალობოსის თქმით, მან შაკიკიანი პაციენტების მკურნალობა თავდაპირველად მათი ცხოვრების სტილის სიღრმისეული გამოკითხვით დაიწყო. მისი თქმით, ის ურჩევს პაციენტებს აკონტროლონ ძილის რეჟიმი და ასევე კვების რაციონი. მისივე თქმით, სტრესი შესაძლებელია გახდეს შაკიკის შეტევის გამოწვევის დამხმარე მიზეზი.

"შაკიკი კარგად აღწერილი გენეტიკური მდგომარეობაა. დაუმატეთ გენეტიკურ წინასწარგანწყობას გარემო ფაქტორები, როგორებიცაა - უძილობა, ცუდი კვება, რუტინიდან ამოვარდნა და ამან შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის თავის ტკივილი" - თქვა ვილალობოსმა.

პაციენტების ნაწილი არჩევს, რომ შაკიკს უმკურნალოს, ნაწილი კი ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობს. ენდრიუ ჩარლსის თქმით, შაკიკის დროს მხედველობის დარღვევები 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდება. მისივე თქმით, ყველა პაცინეტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება - ზოგს ყოველდღიურად ასპირინის მცირე დოზა ოდნავ შველის. ვებერის თქმით, თავისტკვილების სიხშირის შემცირება ფიქსირდება იმ პაციენტებთან, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების სტილი - დაიწყეს ვარჯიში, მოაწესრიგეს ძილის რეჟიმი და საკმარისს წყალს სვამენ.

"პაციენტების უმრაველესობას შაკიკი ბავშვობის ან თინეიჯერობის წლებში უვლინდებათ. საინტერესოა, რომ ბიჭების შემთხვევაში შაკიკი უფრო ადრეულ წლებში ვლინდება, ვიდრე გოგოების შემთხვევაში" - ამბობს ვებერი.

კომენტარები