ხანძარი

დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 3 000 კვადრატულ მეტრამდე ბუჩქნარია დამწვარი. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს ადგილზე ორი სახანძრო მუშაობს და ცეცხლი ლოკალიზებულია. მათივე თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 

ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები