ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: ჯარისკაცების დიეტა უნდა გავაუმჯობესოთ

Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჯარისკცები უკეთ უნდა გამოკვებოს.

ქვეყნის ლიდერმა, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ დასვა, რაც ბირთვული იარაღისადმი ინტერესი ეკონომიკური წინსვლით შეცვალა.

ასევე მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლამ გამოავლინა ის პრობლემები, რაც იზოლირებულ სახელწიფოში კვების კუთხით აქვთ.

ჯარისკაცს სამხრეთ კორეელმა ექიმებმა სხეულში პარაზიტული ჭიები და ღვიძლის ქრონიკული ინფექცია აღმოუჩინეს. ზოგიერთი ჭიის სიგრძე 27სმ-ს აღემატებოდა. ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის სხეულში ასევე აღმოაჩინეს ჭიის სახეობა, რომელიც ძაღლებშია გავრცელებული.


ფოტო: CNN

სამხედრო რაციონების ქარხანაში ვიზიტისას, კიმმა აღნიშნა, რომ საკვები გაცილებით გემრიელი და ჯანსაღი უნდა იყოს, რაც არსებითად ხელს შეუწყობს მოსამსახურე პერსონალის დიეტის გაუმჯობესებას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით - "ქარხნის თანამშრომლებმა ყოველთვის უნდა შეავსონ წარმოების გეგმა ყველა მაჩვენებელში და მხედველობაში მიიღონ ლიდერის კიმ ჩენ ილის (მისი მამის) კეთილშობილური განზრახვა, რომელსაც არმიისათვის არაფერი დაუზოგავს და მოუკლებია - რათა ჯარისკაცებმა იგრძნონ, რომ მათზე კვლავ ზრუნავენ".

ჩრდილოეთ კორეაში მთავარ პრობლემას ერთფეროვანი საკვები წარმოადგენს - ძირითადად ბრინჯი/სიმიდი, ტრადიციული კერზი კიმჩი და ლობიო - რომლებშიც აუცილებელი ცხიმები და პროტეინები ნაკლებადაა.

ქარხანის მონახულების შემდეგ კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის საჭიროა სხვადასხვა სოიოს პროდუტრი, განსაკუთრებით ფერმენტირებული სოიო. [სოიოში დაახლოებით 36% ცილას შეიცავს].

ქარხნაში ვიზიტი იყო კიმის მიერ ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვართან სპეციალური ეკონომიკური ზონების სამრეწველო ობიექტებში ჩატარებული საიდუმლო ინსპექტირების ბოლო სერია.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ჩრდილო კორეის მოსახლეობა დაახლოებით 25.4 მილიონია.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ კორეის სახალხო არმიაში 1.28 მილიონი ადამიანი მსახურობს.

კომენტარები