მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ" შეთანხმებას მიაღწიეს. "სამეფო გუნდმა" "არისტოკრატებს" 38 მილიონ ევრო გადაუხადა და ამიერიდან, ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ესპანური გუნდის კარს დაიცავს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ოფიციალურ გვერდზეც დაადასტურა ბელგიელი მეკარის შეძენა და მას წარმატებები უსურვა.
გავრცელებული ინფორმაციით "რეალმა" კურტუას 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც მას კლუბი გულშემატკივართან წარადგენს.
ტიბო კურტუა ჩელსის ღირსებას ოთხი წელი იცავდა. ის ლა ლიგაში 2011-2014 წლებში თამაშობდა, როდესაც მადრიდის ატლეტიკოს ძირითადი მეკარე იყო.