გურამ კაშია

გურამ კაშია UEFA-ს თანასწორობის ჯილდოსთვის მადლობას უხდის

საქართველო ფეხბურთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია UEFA-ს თანასწორობის ჯილდოსთვის მადლობას უხდის.

"მინდა მისტერ ალექსანდრეს და უეფას მადლობა გადავუხადო ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა ეს ჯილდო. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თანასწორობის მხარეს"- თქვა კაშიამ ვიდეო მიმართვაში.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო მიიღო. UEFA-მ მას ეს ჯილდო LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის გადასცა.

კომენტარები