ამიდნის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 28 სექტემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერიდან 25 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 28 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, სინოპტიკოსთა ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვისა და ქარის გაძლიერება. 26-27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 24-26 სექტემბერს უნალექო ამინდი, 27 სექტემბერს კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26-27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები