ძიუდო

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიგო. ის პირველი ძიუდოისტია, ვინც ესპანეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

22 წლის შერაზადიშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს. ფინალურ ორთაბრძოლაში, მან კუბელი ფალავანი ივან ფელიპე სილვა მორალესი იპონით დაამარცხა.

აქამდე, ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ერთმანეთს თითოჯერ მოუგეს.

კომენტარები