ბრეტ კავანო

სენატის კომიტეტმა უზენაეს სასამართლოში ბრეტ კავანოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა

Reuters

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ ბრეტ კავანოს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭურა. კავანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე მხოლოდ საბოლოო კენჭისყრა აშორებს. 

ბრეტ კავანოს არჩევა #meetoo-ს სკანდალს უკავშირდებოდა. მას სექსუალურ შევიწროვებაში ორი ქალი ადანაშაულებს. დღევანდელ მოსმენაზე ითქვა, რომ რესპუბლიკური პარტია მას მხარს მხოლოდ მაშინ დაუჭერს, თუ FBI ამ ბრალდებების სიმცდარეს გამოძიების მეშვეობით დაადგენს. 

პროფესორი კრისტინა ფორდი კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

დებორა რამირეზის თქმით 1983-4 წლებში იელის უნივერსიტეტსი კავანოსთან ერთად სწავლობდა და მას ერთ-ერთ წვეულებაზე ეგზიბიციონიზმში ადანაშაულებს.

კავანო ბრალდებებს უარყოფს. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კავანოს კანდიდატურას სრულად უჭერს მხარს, ხოლო აღნიშნული ბრალდებები კი დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია.

უზენაეს სასამართლოში კავანოს არჩევა რესპუბლიკელებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. აშშ-ში ხელისუფლების სასამართლო შტოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს, რომელიც 9 წევრისგან შედგება. წევრებს სიცოცხლის ვადით სენატი ირჩევს, ხოლო კანდიდატებს კი პრეზიდენტი წარადგენს. 

კომენტარები