თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში დათვის ბელი ყუთში ჩაძრომას ცდილობს (VIDEO)

თბილისის ზოოპარკში, დათვის ბელი ჩოფიკა მსხლის ყუთში ჩაძრომას ცდილობს. ვიდეო "დათვების რეაბილიტაციის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დათვის ბელი - ჩოფიკა ყაზბეგიდან ჩამოიყვანეს თბილისის ზოოპარკში. ის ლეჩხუმიდან ჩამოყვანილ კოპალასთან და გარინჩასთან ერთად, დათვების რეაბილიტაციის პროგრამაში "მონაწილეობს".

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ ან მოქალაქეებთან ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს. პროგრამა მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის შესაძლებლობებს აძლევს. როდესაც ბელები მზად იქნებიან, მათ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები