ქორწინება

"ბაიერნის" ქალი ფეხბურთელები დაქორწინდნენ

მიუნხენის "ბაიერნის" ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა - კლაუდია ვან დენ ჰაილიგენბერგმა და ლუსი ვონკოვამ შეუღლება გადაწყვიტეს. ქორწინების ცერემონიალი ლანგვიდერის ტბაზე შედგა.

ქორწინების შემდეგ, ჰოლანდიელი მეუღლის გვარზე გადავიდა და კლაუდია ვონკოვა გახდა. ცერემონიალზე მთელი გუნდი იყო დაპატიჟებული.

ჰოლანდიელი ვან დენ ჰაილიგენბერგი 33 წლისაა და ამპლუით მცველია, 26 წლის ვონკოვა კი, ჩეხი თავდამსხმელი გახლავთ. გასულ წელს, ისინი "ბაიერნში" ერთად ჩაირიცხნენ.

კომენტარები