1-2 ნოემბერს, ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

1-2 ნოემბერს ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. სოკარის ცნობით, მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

1 ნოემბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქუთაისში ნიკეას ქუჩას №1-9-მდე, ნიკეას ქუჩის I შესახვევის №5, 6, 6ა, 9, 11, 13, 11ბ-ს, ჭავჭავაძის გამზირის №1, 1-2, 1ა, 1ბ-ს. 

1 ნოემბრის დილის 09:00 საათიდან 2 ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე კი, გაზმომარაგება შეუწყდება ქუთაისის შემდეგ ქუჩებს - აბაშიძეს, გოგოლს, გურამიშვილს, დეპოს, ლეონიძეს, მოსკოვს, ჩორგოლიანს, ჭყონდიდელს, ბალანჩივაძეს შესახვევებითა და ჩიხებით, ახალგაზრდობის გამზირს №2-დან №104-ის ჩათვლით და №1-დან №21-ის ჩათვლით, ასევე ახალგაზრდობის გამზირის I და II შესახვევებს, გორის, ბაგრატიონის, ლომთათიძის ქუჩის №2, 4, 17-ს, ნიკო მარის, ხაბეიშვილის ქუჩის №45, 47, 49, 51-ს, ჯორჯიაშვილის ქუჩას №76-დან ბოლომდე და №97-დან ბოლომდე.

"აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ" - აცხადებს "სოკარ ჯორჯია გაზი" და მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

"აბონენტებს მოვუწოდებთ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები