უბედური შემთხვევა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მძიმეა მისი მშობლების მდგომარეობაც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები