პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი: ფემინიზმი კაცებს პარალიზებას უკეთებს

The Indian Express

პამელა ანდერსონმა 60 Minutes Australia-თან ფემინიზმზე და #metoo კამპანიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფემინიზმი ძალიან შორს წავიდა.

"ფემინიზმი ძალიან შორს წავიდა. მე ფემინისტი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ ფემინიზმის მესამე ტალღა მომაბეზრებელია. კაცებს პარალიზებას უკეთებს" - ამბობს პალემა ანდერსონი.

პამელა ანდერსონმა #metoo კამპანიაც შეაფასა.

"ვფიქრობ, რომ #metoo კამპანია ზედმეტია ჩემთვის. ვწუხვარ, შეიძლება მომკლან ამის თქმის გამო. მე დედა მასწავლიდა, რომ არასდროს გავყოლოდი უცხოებს სასტუმროში. რაღაცები უბრალოდ საღი აზრია", - ამბობს პამელა ანდერსონი.

კომენტარები