ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი ეთერიდან მოხსნეს

express.co.uk

75 წლის რი ჩუნ-ჰი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანია, თუმცა ბოლო პერიოდში ტელეეკრანებზე არ გამოჩენილა. როგორც ცნობილი გახდა, ის ახალგაზრდა ტელეწამყვანმა ჩაანაცვლა.

რი ჩუნ-ჰი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ სამაუწყებლო კომპანიაზე 1971 წლიდან მუშაობს, ხოლო 1980 წლიდან მთავარი წამყვანია.

ტელეწამყვანს "ვარდისფერ ქალბატონს" ეძახიან, რადგან ჩვეულებრივ ვარდისფერი ტრადიციული ჰანბოკის კაბა აცვია.

რი ჩუნ-ჰი მსოფლიოსთვის თავისი ემოციური გამოსვლების გამო გახდა. ერთ-ერთ ვიდეოში ის ტირილით კიმ ჩენ ირის გარდაცვალებას გვამცნობს. 

რი ჩუნ-ჰის ახალგაზრდა ტელეწამყვანით ჩანაცვლება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებაა, მისი თქმით, ეს კომუნისტური სახელმწიფოს მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.

ტელეწამყვანების ახალმა თაობამ ავტორიტარული რეჟიმის სტილი უფრო თანამედროვე მეთოდებით უნდა ჩაანაცვლონ.

"კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფეხი აუწყოს ახალ საუკუნესა და ტრენდებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილება მიმართულებაში აისახა ასევე პროგრამებზეც. ჩრდილოეთ კორეელებს დღეს უფრო მეტი სატელევიზიო პროგრამის ნახვა შეუძლიათ, ვიდრე მანამდე"- ამბობს სეულის უნივერსიტეტის პროფესორი. 

სატელევიზიო პროგრამები "დიდებული ლიდერებიდან" მეტად სახალხო ამბებზე გადავიდა - ცხოვრების გაუმჯობესებასა და მრავალფეროვნებაზე. მიუხედავად ამისა, ინტერვიუები ძირითადად მოქალაქეების მადლიერებას გამოხატავს ლიდერის მიმართ.

კომენტარები