ზაზა სარალიძე

პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მერია ელექტროენერგიასა და გათბობას დაამონტაჟებს

ფორტუნა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაშლილ კარვებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ელექტროენერგიის მონტაჟს დაიწყებს. მიზეზი აქციის მონაწილეებისთვის უწყვეტი ელეტროენერგიის მიწოდებაა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებს ასევე გადასცა 4 ელექტროგამათბობელი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგმება. პარლამენტის შენობის წინ ამჟამად 6 კარავია გაშლილი, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს პარლამენტის წინ კარვები არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის შედეგად დაიდგა, რასაც წინ პოლიციასთან დაპირისპირება უსწრებდა. იქამდე, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავს და საწვიმარის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ.

კომენტარები