ვალების განულება

სესხების განულების საიტი vali.ge ჩაირთო

სესხების განულების საიტი vali.ge ჩაირთო. როგორც პრემიერმა გუშინდელ ბრიფინგზე თქვა, საიტი გუშინ 18:00 სააTზე უნდა ჩართულიყო, თუმცა დაგეგმილ დროს საიტი არ ამუშავდა. 

საიტზე კონკრეტულს პირებს შეეძლებათ მოიპოვონ ინფორმაცია არიან თუ არა ის ადამიანების სიაში ვისაც, ვალები გაუნულდება.

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები