კრიმინალი

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

newstory.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. 

უწყების განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს, ქ.თბილისში გ.ს.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, თ.ჩ.-ს დანით თავის, კისრის და გულმკერდის არეში  მიაყენა  ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ჩ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

სამართალდამცველებმა გ.ს. იმავე დღეს წნორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები