უბედური შემთხვევა

გორში 5 შვილის დედა გარდაიცვალა, მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ ღორის გრიპია

გორის სამედიცინო ცენტრ “გორმედში” 40 წლამდე ქალი დაიღუპა. მას 5 შვილი ჰყავდა. 

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ე.წ. ღორის გრიპია, თუმცა ამის დასადასტურებლად ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

"ჩატარებული ინტენსიური თერაპიული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია გრიპი და ამით გამოწვეული მძიმე პნევმონია”, - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

კომენტარები