ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა ბილბორდის ჩარტების სათავეში მოხვდა - ვიდეო

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამას დებიუტი შედგა ბილბორდის ცხელ-ცხელი Rnb სიმღერების ჩარტში.  ის 22-ე ადგილს იკავებს.

სიმღერას one last time ბროდვეის მიუზიკლის ორიგინალ ჩანაწერში ლინ-მანუელ მირანდა კითხულობს, ხოლო რემიქსში ობამა.

ობამა სიმღერას კრისტოფერ ჯექსონთან და ბებე ვინანთან ასრულებს.

მუსიკის ფანებმა ძალიან კარგად იციან რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ნამდვილი მელომანია და კარგადაც მღერის.

2012 წელს აპოლოს თეატრში, ნიუ-იორკში თავისი კამპანიის პერიოდშიც უმღერია ალ გრინის ჰიტი let's stay together.

Rnb-ის შემთხვევაში კი მან, 2 წლის წინ, ჯიმი ფელონთან ერთად იმღერა შოუში. 

კომენტარები