ვიქტორია სეკრეტის ანგელოზმა, მოდელმა ბეჰატი პრინსლუმ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა.
"პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მშობიარობის შემდეგი დეპრესია მქონდა. ძნელი იყო ნორმალური ცხოვრების ტემპის დაბრუნება", - თქვა ნამიბიელმა მოდელმა.
ბეჰატი პრინსლუსა და Maroon 5-ის სოლისტს, ადამ ლევინს 2 შვილი ჰყავთ
"მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ადვილი იყო - უფრო მარტივად ვვარჯიშობდი, უფრო მარტივი გახდა ძუძუთი კვება"- თქვა პრინსლუმ.
ბეჰატი პრინსლუ 2009 წლის შემდეგ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზია.