ინსტაგრამი

INSTAGRAM-ზე კვერცხმა კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა

Instagram-ზე კვერცხმა კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა.

დღემდე ინსტაგრამზე ყველაზე მეტი, 18 მილიონი მოწონება კაილი ჯენერის ერთ-ერთ სურათს ჰქონდა, სადაც ის შვილთან ერთად არის. 

თუმცა, 4 იანვარს ინსტრაგრამზე უცნობმა ჯგუფმა შექმნა პროფილი @world_record_egg, რომელზეც კვერცხის ერთი ფოტოა განთავსებული.

კვერცხის პროფილის შექმნის მიზანი, კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა იყო, რაც უკვე შესრულებელია - კვერცხს 23 მილიონი მოწონება აქვს და ის დღეს ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სურათია.

კომენტარები