ინსტაგრამი

კვერცხის შემდეგ ხინკალი - დამყარდება თუ არა ახალი მსოფლიო რეკორდი ინსტაგრამზე

"თუ კაილ ჯენერმა და კვერცხმა მილიონობით მოწონება მიიღეს, შეიძლება თუ არა, საუკეთესო ხინკალმა ისინი დაამარცხოს?" - წერია ინსტაგრამის გვერდის world_record_khinkali (მსოფლიო რეკორდი - ხინკალი) ერთადერთი ფოტოს აღწერაში. 

გვერდი გეგა კოპალეიშვილმა შექმნა. 

ხინკლის ფოტოს ამ ეტაპზე 19 ათასზე მეტი მოწონება აქვს. 

გვერდის და გამოწვევის ინსპირაცია კვერცხის ფოტოა, რომელმაც ინსტაგრამზე მოწონებით კაილ ჯენერის რეკორდი მოხსნა. 

გუშინდელ დღემდე ინსტაგრამზე ყველაზე მეტი, 18 მილიონი მოწონება კაილი ჯენერის ერთ-ერთ სურათს ჰქონდა, სადაც ის შვილთან ერთად არის. 

თუმცა, 4 იანვარს ინსტრაგრამზე უცნობმა ჯგუფმა შექმნა პროფილი @world_record_egg, რომელზეც კვერცხის ერთი ფოტოა განთავსებული.

კვერცხის პროფილის შექმნის მიზანი, კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნა იყო, რაც უკვე შესრულებელია - კვერცხს 25 მილიონი მოწონება აქვს და ის დღეს ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სურათია.

კომენტარები