აფეთქება დიდ დიღომში

ყასტრანსგაზის თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

newstory.ge

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ყასტრანსგაზის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებულები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ყასტრანგაზის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებს სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ბრალი 19 იანვარს წარუდგინეს. ბრალდება 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო რვა - დაშავდა.

კომენტარები