გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2020 წლიდან ბარიერს დაადგენს უნივერსიტეტი

გამოცდების ეროვნული ცენტრი

2020 წლიდან ბარიერს დაადგენს უნივერსიტეტი, ამის შესახებ დღეს განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციისას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ აღნიშნა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა კონკრეტული პროგრამისთვის, თითოეულ საგანში, განსაზღვროს საკუთარი ბარიერი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან სრულად გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესიც.

კომენტარები