სათამაშო ბიზნესი

აზარტული თამაშების კომპანიამ Paddy Power Betfair აჭარაბეთის 51%-იანი წილი £101 მილიონად იყიდა

აზარტული თამაშების უმსხვილესი კომპანიამ Paddy Power Betfair აჭარაბეთის 51%-იანი წილი 101 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.

კომპანიის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ის აჭარაბეთის დარჩენილ 49%-ს მომდევნო 3 წელიწადში შეისყიდის.

​აჭარაბეთს საქართველში სათამაშო სფეროში მრავალი მიმართულებით აქვს ლიცენზია - აქვს კაზინო, სპორტი, პოკერი და ქსელური თამაშები.

ის საქართველოს სათამაშო ბაზრის ლიდერია, საერთო შემოსავლების 40%-იანი წილით. კომპანია 2018 სომხეთის ბაზარზეც გავიდა და 2018 წლის ბოლოსთვის ბაზრის 10%-ს ფლობდა.

2018 წელს აჭარაბეთის შემოსავალი 64 მილიონი, მოგება კი - 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

Paddy Power Betfairის ხელმძღვანელმა, პიტერ ჯექსონმა თქვა:

"ეს გარიგება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, შევქმნათ მიმზიდველი ონლაინ თამაშების დიდი მიმზიდველი პლატფორმა. აჭარაბეთი ლიდერი ბრენდია ძლიერი მენეჯმენტით, რომელმაც შექმნა სწრაფად მზარდი კომპანია საქართველოს ონლაინ ბაზარზე".

კომენტარები