წყლის რეზერვუარი

რისკების პრევენციის მიზნით, კასპის წყლის რეზერვუარი დროებით დაცალეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპში, მიწის მასის ჩამოშლით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული რეზერვუარი წყლისგან დაცალა. 

"ახლომდებარე სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კომპანიის საავარიო ჯგუფი, მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კომპანიის საავარიო ჯგუფი კოორდინირებულად ახორციელებდნენ პრევენციის სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.

მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდება. კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით მიაწვდის", – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მიწის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები და დარგის ექსპერტები შეისწავლიან.

კომენტარები