ბელფასტის ზოოპარკი

ბელფასტის ზოოპარკიდან რამდენიმე შიმპანზე ვოლიერიდან გაიქცა - ვიდეო

ბელფასტის ზოოპარკიდან რამდენიმე შიმპანზე ვოლიერიდან გაიქცა. ამის შესახებ BBC წერს.

შიმპანზეებმა კედელს ხის ტოტი მიაყუდეს, მასზე როგორც კიბეზე ისე ავიდნენ და ასე შეძლეს გადაძრომა.

მათი გაქცევის ვიდეო, ზოოპარკში მყოფმა ოჯახმა ვიდეოზე გადაიღო. 

 

ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, ისინი ვოლიერში მალევე დაბრუნდნენ.

კომენტარები