დონალდ ტრამპი

ტრამპმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, ექიმის თქმით ის ჭარბწონიანია და დიეტა სჭირდება

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: USAtoday

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა. მისი ექიმის თქმით 72 წლის ტრამპს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს.

1.90 მეტრის სიმაღლის ტრამპი გასულ წელს 108 კილოგრამს იწონიდა და გულის დაავადებებთან დაკავშირებული რისკების გამო წონაში დაკლება გადაწყვიტა, თუმცა ამჟამად ექიმის თქმით ის 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლისა და წონის შეფარდების მიხედვით ჭარბწონიანია.

გასულ წელს ტრამპს წონაში დასაკლებად დიეტა და ვარჯიში ურჩიეს. ექიმის თქმით მან კვების რაციონში მცირე ცვლილებები შეიტანა, თუმცა რეგულარულად არ ვარჯიშობს.

ჭარბწონიანობა ყოველი სამი ამერიკელიდან ორს აწუხებს.

პრეზიდენტმა აცრაც გაიკეთა. ის პნეუმოვაქს 23-ით, რაც პნევმოკოკური დაავადებებისგან იცავს და ჰერპესის ვაქცინით აცრეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები