საქართველო-ბელორუსის ურთიერთობა

ლუკაშენკო: აფხაზეთის დამოუკიდებლობა შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო არ ვაღიარეთ

Reuters

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარი, ბელარუსის შესაძლო იზოლაციის გამო თქვა. ამის შესახებ Lenta.ru წერს.

ლუკაშენკო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მინსკი აფხაზეთს აღიარებდა, ბელარუსს სანქციებს დაუწესებდნენ. მან ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას სიტყვებიც გაიხსენა. 

"ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა - თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გამოგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი",- ამბობს ლუკაშენკო.

მისივე თქმით, ამ საკითხზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა, თუმცა მისი თქმით, მედვედევი ამისთვის მზად არ იყო. 

" მახსოვს მაშინ დიმიტრი მედვედევსაც შევხვდი, მასთან დალაპარაკება მინდოდა, თუმცა ის საუბრისთვის მზად არ იყო და იცით რა მითხრა? რომ ბევრი ეკონომიკური დეტალია, რომელშიც ვერ ერკვევა და ამ საკითხის გასარკვევად ვლადიმირ პუტინთან გადამამისამართა",-ამბობს ბელორუსის პრეზიდენტი.

კომენტარები