საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში, ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ერთი კვირის წინ, 5 მარტს მოხდა.
სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად. საინფორმაციო სააგენტო "რეკორდერმა" გაავრცელა. მედიის ცნობით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.