ხანძარი

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობი იწვის, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / facebook

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიხედვით თბილისში, დიდ დიღომში, ხანძარი ტექნიკის საწყობში გაჩნდა.

მათი ინფორმაციით დამწვარია 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, რომელთაც შენობიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

კომენტარები