რამდენიმე წუთის წინ, კვენტინ ტარანტინოს ფილმის "Once Upon A Time In Hollywood"-ის ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა.
ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო თამაშობენ.
კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის სიუჟეტი 1969 წელს ლოს-ანჟელესში განვითარებულ ამბებს, უფრო კონკრეტულად კი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩალზ მენსონის ისტორიას შეეხება.
ფილმს Sony იღებს და ის 2019 წლის 26 ივლისს გამოვა.