სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს 29 მარტს, ვენაში შეხვდებიან. ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს განიხილავენ.
ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე, რათა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი", - წერია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად "ეუთოს მინსკის ჯგუფი" ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჯერ კიდევ 1992 წელს შეიქმნა.