კლიმატის ცვლილება

ანტარქტიდაზე ყინულის დაშლის გამო პინგვინის ათასობით ბარტყი ჩაიძირა

CHRISTOPHER WALTON

ანტარქტიდაზე ათასობით საიმპერატორო პინგვინის ბარტყი ჩაიძირა მაშინ, როცა ყინული, რომლებზეც ისინი ცხოვრობდნენ, დაიშალა. 

კატასტროფა 2016 წელს ანტარქტიდის ვედელის ზღვაში მოხდა. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულოვანი შელფის კოლონია მთლიანად დაიღუპა, ზრდასრული ფრინველების ჩათვლით ისე, რომ პოპულაციის აღდგენის ყველანაირი მცდელობა უშედეგოა. 

ეს, სავარაუდოდ, უნაყოფოც იქნება, ვინაიდან ამ ნაპირისკენ აისბერგი მოცურავს და მალე დაეჯახება კიდეც. 

საიმპერატორო პინგვინების გაქრობის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ "ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევა" გაავრცელა. 


ფოტო: CHRISTOPHER WALTON
მეცნიერებმა პიტერ ფრეტველმა და ფილ თრათანმა პინგვინების გაქრობა სატელიტით გადაღებული ფოტოებით შენიშნეს. 

ცხოველთა ექსკრიმენტების შემჩნევა თეთრ ყინულზე 800 კილომეტრის მანძილიდან არის შესაძლებელი, რის შემდეგაც შესაძლებელია განისაზღვროს, რამდენი ფრინველი იყო ადგილზე. 

აღნიშნულ პინგვინთა პოპულაცია, რომლის რიცხვიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში 14 000-დან 25 000-მდე წყვილი იყო (მთლიანი პოპულაციის 5-9%), მთლიანად გაქრა. 

საიმპერეტერო პინგვინები ყველაზე მაღლები და მძიმეები არიან პინგვინთა სახეობებს შორის. მათ სათანადო პირობები, ყინულის სათანადო სიმყარე სჭირდებათ. ყინულოვანმა ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს მყარი აპრილიდან, ფრინველების აქ მოფრენიდან დეკემბრამდე, სანამ ბარტყებს ბუმბული გაეზრდებათ. თუ ყინული დროზე ადრე დაიშლება, ბარტყები საკმარისად გაზრდას და სხეულის ბუმბულით დაფარვას ვერ მოასწრებენ, რათა გაცურონ.

როგორც ჩანს, სწორედ ეს მოხდა 2016 წელს. 

ძლიერმა ქარმა ყინული გაადნო, მისი აღდგენა კი არც 2017 და არც 2018 წელს მოხდა. 

მეცნიერმა, დოქტორმა ფრეტველმა ბიბისის უთხრა: "ყინული, რომელიც 2016 წლის შემდეგ ფორმირდა, საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა. შტორმი აქ, წესით, ოქტომბერსა და ნოემბერშია, ახლა კი ყინულს დროზე ადრე "გარეკავს". ეს გარკვეულწილად "რეჟიმის" ცვლილებაა. ყინული, რომელიც ადრე სტაბილური იყო, ახლა არასტაბილურია". 

"ბრიტანეთის ანტარქტიდულ კვლევაში" ფიქრობენ, რომ ზრდასრულმა პინგვინებმა ამ 2-3 წელიწადში ან გამრავლება აიცილეს თავიდან, ან ვედელის ზღვაში სხვა არეალში გადაინაცვლეს. ამ ადგილიდან 50 კილომეტრის მოშორებით, დოუსონ-ლამბთონთ გლასერთან ახლოს, პინგვინთა რიგებში მნიშვნელოვანი მატებაა. 

კონკრეტულად რატომ აღარ არიან პინგვინები ბრანთ შელფის ტერიტორიაზე, უცნობია. მეცნიერების თქმით, ამის პროგნოზირებისთვის არავითარი ცხადი კლიმატური ნიშნები არ არსებობდა. ატმოსფერული და ოკეანის დამკვირვებელთა მხედველობის არეალში ბრანთის ტერტორიაზე მხოლოდ მცირე ცვლილებები მოხვდა. 

თუმცა, მეცნიერთა ჯგუფი ამბობს, რომ პინგვინები ძალიან სენსიტიურები აღმოჩნდნენ და კლიმატის მომავალმა ცვლილებებმა კონკრეტულად საიმპერატორო პინგვინებზე ჰპოვა ასახვა. 

კვლევის მიხედვით, თუ ყინულის დნობა ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე შესაძლოა პინგვინთა მთლიანი პოპულაციის 50-დან 70%-მდე განადგურდეს. 

დოქტორ თრანთანის თქმით: "ჩემთვის საინტერესოა არა ის, რომ კოლონიები გადაადგილდებიან ან შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა - ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვსაუბრობთ ყურეზე ვედელის ზღვაში, რაც, პოტენციურად, კლიმატის ცვლილებების დროს მსგავსი, საიმპერატორო პინგვინების მსგავსი სიცივეში მცხოვრები სახეობებისთვის თავშესაფარი იქნება. თუ მსგავსი თავშესაფრების წარმოქმნას პრობლემები ექნება - და წინა 60 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ შეგვინიშნავს - ეს მნიშვნელოვანი სიგნალია".

კომენტარები