რიკოთის გვირაბი

7-9 მაისს, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გზების დეპარტამენტი

7-9 მაისს, დროის გარკვეულ პერიოდში, რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. გზების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლაა.

მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისის 22:00 საათიდან 8 მაისის 08:00 საათამდე, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 08:00 საათამდე და 9 მაისს - 14:00 საათიდან 20:00 საათამდე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

"საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით" - აცხადებს გზების დეპარტამენტი,

კომენტარები