რუსეთი

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

Getty Images

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ავარაულად დაშვებისას თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ხომალდზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. 5 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აეროფლოტის ხომლადი Sukhoi Superjet-100 მურმანკში მიფრინავდა.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ თვითმფრინავი აეროპორტში ტექნიკური პრობლემების გამო დაბრუნდა. ავარიულად დაშვებისას ცეცხლი თვითმფრინავის ძრავებს გაუჩნდა.

კომენტარები