აშშ-ირანი

ირანის ბირთვული შეთანხების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ აშშ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებას ზრდის

USS Abraham Lincoln CVN 72

პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში პატრიოტის სარაკეტო თავდაცვითი სისტემის და საზღვაო ხომალდის განვითარება დაამტკიცა. გადაწყვეტილება აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ მიიღეს.

აშშ-ს არლინგტონის ხომალდი, სადესანტო იარაღთან და თვითმფრინავებთან ერთად, აბრაამ ლინკოლნის ხომალდს შეუერთდება, რომელიც"შემაშფოთებელი, ესკალაციური ნიშნებისა და გაფრთხილებების" გაზრდის გამო 5 მაისს ახლო აღმოსავლეთში გააგზავნეს.

პატრიოტის სარაკეტო სისტემას შეუძლია მოიგერიოს თვითმფრინავების, დრონების, საკრუიზო რაკეტებისა და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. სისტემა ამჟამად ბაჰრეინში, იორდანიაში, ქუვეითში, კატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის განლაგებული.

"თავდაცვის დეპარტამენტი ირანის რეჟიმის, მისი სამხედრო ძალისა და მარიონეტების აქტივობების ახლო მონიტორინგს აგრძელებს. ოპერატიული უსაფრთხოების გამო, ჩვენ არ განვიხილავთ ვადებს ან იარაღების ადგილმდებარეობას. აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ რეგიონში აშშ-ის ძალები და ინტერესები დავიცვათ," - აღნიშნა პენტაგონმა 10 მასისის განცხადებაში.

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ს B-52 ბომბდამშენები უკვე კატარის ბაზაზეა.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ თეირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე. ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

"თეირანის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ მათგან ან მათი მარიონეტებისგან ნებისმიერ დარტყმას აშშ-ს ინტერესების ან მოქალაქეების წინააღმდეგ აშშ-სგან სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი გაეცემა," - 9 მაისის განცხადებაში აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.  გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

 

კომენტარები