თაზო ფაცაცია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები

www.facebook.com/tazo.facacia

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს.

"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში "დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ ფეისბუქზე.

მას შემდეგ, რაც ეს სოციალური ქსელით გავრცელდა, პოსტი აღარ იძებნება.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სექსისტურ გამონათქვამს იყენებს საკრებულოში ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის მიმართაც.

"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.

ეს პოსტი მას ამ დრომდე არ წაუშლია.

ტაბულამ თაზო ფაცაციასთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გვითხრა, რომ არ სცალია.

"კარდაკარზე ვარ, დაახლოებით ერთ საათში დამირეკეთ. არ მაქვს ამდენი დრო, მოსახლეობას ვერ მოვაცდვინებ ახლა იმის გამო, რომ თქვენ გაგცეთ პასუხი, 10 კაცი მიცდის. ბოდიშს გიხდით, დამირეკეთ მოგვიანებით", - თქვა მან.

კომენტარები