არჩევნები 2019

გახარია ზუგდიდში სროლაზე: კიდევ გასარკვევია, ვინ იყო ამ პროვოკაციის ინიციატორი

ლიბერალი

"გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო" - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. კითხვაზე, ვინ ისროლა, მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრალი წარდგენილი აქვს ორ პირს და მიმდინარეობს გამოძიება. 

"როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობ და გვაქვს ძალადობის ფაქტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი. ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები. კიდევ გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო ეს პროვოკაცია, ამიტომ ახლა იქ არის ერთი მხარე, რომელიც არის დაკავებული. ბრალი აქვს წაყენებული ორ ადამიანს. აბსულუტურად სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მათ წარმომადგენელს ზოიაი ფარცხავას გაურკვეველი პირები ჰაერში გასროლით დაემუქრნენ. მისივე ინფორმაციით, პირები მანქანიდან გადმოვიდნენ, რომლის ნომერიც 1999 წელს დაბადებულ ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის ლელა ლაშხიას შვილია.

კომენტარები