შანტაჟი

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომლის შანტაჟის გამოც, არასრულწლოვანმა გოგომ თავი მოიკლა

საია

კაცს, რომელთან გაგზავნილი ფოტოების გამო, არასრულწლოვანმა თავი მოიკლა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ.  დამნაშავედ ცნო. 

"დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც FACEBOOK-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.

2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და  მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები