რუსეთი

რუსეთში ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქებისას 90-მდე ადამიანი დაშავდა

reuters

რუსეთში ქალაქ ძერჟინსკში მდებარე ქარხნის აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. მათგან დაახლოებით ნახევარი ქარხანაშივე მუშაობდა, მეორე ნახევარი კი - ქალაქის მაცხოვრებლები არიან. ჰოსპიტალიზაცია 16 ადამიანის შემთხვევაში გახდა საჭირო.

აფეთქება ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში 1 ივნისს მოხდა. ამ ქარხანაში სამხედრო ასაფეთქებელ მოწყობილებებს ამზადებდნენ და ინახავდნენ.

დაშავებულთა უმრავლესობას დაზიანებები ნამსხვრევებმა მიაყენა, რომელიც აფეთქების შემდეგ მოხვდათ.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებას უსაფრთხოების წესების დარღვევა უკავშირებენ.

კომენტარები