And The We Danced

ფრანგულმა გამოცემამ ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა

ანკა გუჯაბიძე

ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ქართულ-შვედური ფილმის “And Then We Danced”-ის მსახიობი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა.

გამოცემამ ლევან გელბახიანის გარდა აღმოჩენად კიდევ 11 ადამიანი დაასახელა.

ფრანგული გამოცემა ლევან გელბახიანზე წერს, რომ ის ნიჭიერი მსახიობია, რომელიც გვაჩვენებს მოცეკვავის თავგადასავალს და რომელსაც ფილმის განმავლობაში პროფესიონალურად გადავყვართ ქართულ გეი რომანში.

ქართველ გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინსის ფილმის “And Then We Danced”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კომენტარები