ჰოლივუდი

უპატრონო ლეკვი გორიდან, რომელიც ჰოლივუდში მიემგზავრება

Dog organization Georgia

უსახლკარო ლეკვი გორიდან, სახელად "ჯორჯი", ჰოლივუდში მიემგზავრება.

ჯორჯი გორის მიმდებარედ, ავტოგასამართ სადგურზე ამერიკელმა წყვილმა და სერიალ Castle-ის მსახიობებმა - სიმუს და ჯულიანა დევერებმა იპოვეს და მისი კალიფორნიაში წაყვანა გადაწყვიტეს. მოგზაურები უსახლკარო ლეკვს ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე გადააწყდნენ.

ჯულიან დევერმა ლეკვის ფოტოები საკუთარ ტვიტერის გვერდზე ატვირთა და იკითხა ჰქონდა თუ არა ვინმეს ლეკვის აყვანის სურვილი.

ჯორჯის აყვანის სურვილი სერიალის პროდიუსერმა მარტა ევრისმა გამოთქვა.

Dog organisation Georgia-ს დახმარებით, გორელ ლეკვი მზიან კალიფორნიაში იცხოვრებს.

კომენტარები