25 წლის მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი UFC-ის ბრძოლაში გამოიწვია.
ჯასტინ ბიბერმა ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა
”მე მინდა ტომ კრუზი გამოვიწვიო UFC-ის ბრძოლაში. ტომ, შენ თუ არ მიიღებ ბრძოლის გამოწვევას, ესეიგი შეშინებული ხარ და ამის დავიწყების საშუალება არასდროს მოგეცემა”, - წერს ჯასტინ ბიბერი.
უცნობია, რამ გამოიწვია განხეთქილება მომღერალსა და მსახიობს შორის. ტომ კრუზს ჯასტინ ბიბერისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.
სამაგიეროდ, ტომ კრუზის ბრძოლაში გამოწვევას გამოეხმაურა UFC-ის მებრძოლი კონორ მაკრეგორი, რომელმაც ჩხუბის ნახვის სურვილი გამოთქვა.