ირაკლი ოქრუაშვილის პარტია

გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, "დრუპი" - ოქრუაშვილმა პარტია დააფუძნა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. მის პარტიაში არიან ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, კომიკოსი ნიკა რამიშვილი (დრუპი) და სხვები.

ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, ხოლო ივლისის ბოლის გავლენ რეგიონებში.

"ვივლით სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი. მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა.

ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, ჩვენ გავმართავთ საკმაოდ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევაზე,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები